ჩვენს შესახებ
ზუზუმბო არის ისტორიული უბანი ,რომელიც ზემოდან დაჰყურებს თელავს. სასტუმრო “ზუზუმბოს” მშენებლობა ხუთი წლის უკან დაიწყო და ჯამურად 60 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ეს ტერიტორია თბილისიდან საათ-ნახევრის (90კმ) სავალ მანძილზეა.სასტუმროს სივრცე 20 ათასი კვადრატული მეტრია,ხოლო მასთან მდებარე ფიჭვნარი 6 ჰექტარზეა გადაჭიმული. სასტუმროში არანაკლებ 40 ადამიანია დასაქმებული.
სასტუმრო, კურორტი ''ზუზუმბო'' , ახალი სივრცეა, რომელიც მოიცავს 8 სართულიან მთავარ შენობასა და ფიჭვნარში განთავსებულ ცხრა კოტეჯს, რომელსაც აქვს 66 სასტუმრო ოთახი მათ შორის არის 7 ლუქსი , 10-საოჯახო და 45-სტანდარტული. ასევე აქვს რესტორანი ბარითა და ვერანდით , ლაუნჯი, ღია კაფე, კახური ეზო, ღია და დახურული საცურაო აუზები, საუნა, საკონფერენციო დარბაზი, საბავშვო სივრცე, ტურები კახეთის მასშტაბით.