„ზუზუმბო რეზორტი და სპა“ მდებარეობს კახეთში, კერძოდ თელავში, 6 ჰა ფიჭვნარის ტყით გარშემორტყმულ ისტორიულ უბანში, ზუზუმბოზე. თბილისიდან 98 კმ დაშორებით, სულ რაღაც 1,5 საათში შესაძლებლობა გაქვთ აღმოჩნდეთ ტყეში ჩაფლულ მწვანე სამოთხეში, სადაც დაგხვდებათ კავკასიონის, ცივ-გომბორის, ალაზნის ველის და თვალწარმტაცი ქალაქის პანორამული ხედები.
სასტურმო გაიხსნა 2020 წელს და შესანიშნავი ადგილია სუფთა ჰაერზე მარტო, ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად, სხვადასხვა ღონისძიებებისა და წვეულებების დასაგეგმად.
კომპლექსი მოიცავს 66 ნომერს, რომლებიც განაწილებულია მთავარ კორპუსში და კოტეჯებში. დასვენებასთან ერთად შესაძლებლობა გაქვთ დააგემოვნოთ შეფის მიერ სპეციალურად შექმნილი ქართულ-ევროპული სამზარეულოს კერძები რესტორნის სხვადასხვა სივრცეში. ზუზუმბო რეზორტი და სპა გაძლევთ საშუალებას წელიწადის ოთხივე დრო გაატაროთ ხალისიანად და ჯანსაღად. ამაში დაგეხმარებათ ჩვენი მრავალფეროვანი სერვისები: ღია და დახურული აუზები სეზონის მიხედვით, მასაჟ–თერაპია, საუნა, სპორტ–დარბაზი, ველოსიპედები, ბილიარდი და მაგიდის ჩოგბურთი. არც პატარები დარჩებიან გართობის გარეშე და ტყეში განთავსებულ საბავშვო მოედანზე შეძლებთ მათ გახარებას.
გვესტუმრეთ და აქციეთ თქვენი დასვენება დაუვიწყარ მოგონებად.