OUTDOOR SWIMMING POOL
INDOOR SWIMMING POOL
SAUNA
GYM
კომპლექსის სპა სერვისები გაძლევთ საშუალებას განიტვირთოთ და გადაეშვათ სიამოვნების მორევში . მასაჟი იდეალური საშუალებაა მიიღო სიამოვნება სხეულზე , განიწმინდო გონება და დაიმშვიდო სული . სპა ასევე გთავაზობთ დახურულ აუზს, სადაც დაგხვდებათ მშვიდი და კომფორტული ატმოსფერო , სუფთა წყალი და ვიტრაჟული ინტერიერი , შეხვდებით ასევე ფიჭვის საუნას, რომელიც მოგიხსნით დაძაბულობას და გაძლევთ საშუალებას დაივიწყოთ ყველაფერი და გადაეშვათ სიმშვიდისა და ნეტარების სამყაროში.
ჩვენი სპორტ დარბაზი კი არ მოგცემთ საშუალებას დაივიწყოთ თქვენი ჯანსაღი ცხოვრების წესი . აქ დაგხვდებათ ტრენაჟორების ფართო არჩევანი და ვიტრაჟული ინტერიერი, რაც ვარჯიშს უფრო სახალისოს და საინტერესოს ხდის.
მიეცი თავს უფლება ჯანსაღად დაისვენო „ზუზუმბო რეზორტი & სპა“-ში.