Kakhetian - European Restaurant

კომპლექსი გთავაზობთ ქართულ - ევროპულ რესტორანს პანორამული ხედებით, საიდანაც კავკასიონის , ცივ-გომბორის მთის , ქალაქისა და ალაზნის ველის შთამბეჭდავი პეიზაჟი იშლება.

აქ დაგხვდებათ: დაუვიწყარი ატმოსფერო  და გემრიელი სამზარეულო, სადაც ყოველი კერძი არის შედევრი და დახვეწილი გემოებით გაჯერებული, მუსიკა კი ჰარმონიულად ერწყმის გარემოს და კიდევ უფრო აამაღლებს თქვენს განწყობას. ამასთან ჩვენი ყურადღებიანი და მეგობრული პერსონალი იზრუნებს , რომ თქვენი დასვენება იყოს მეტად კომფორტული და დაუვიწყარი.

Lounge with an open terrace

ლაუნჯი ღია ტერასით - განთავსებულია მთავარი შენობის მე-6 სართულზე. ვიტრაჟული რესტორნის ინტერიერი გაძლევთ საშუალებას ივახშმოთ და დატკბეთ პანორამული ხედებით: ქალაქის , ცივ გომბორის მთის, ალაზნის ველის და კავკასიონის პეიზაჟით , ეს ყოველივე კი მეტად გაგრძნობინებთ ბუნების სიახლოვესა და სიდიადეს.

Poolside café & bar

ჩვენს მწვანე, ზღაპრულ სამყაროში  განთავსებულია, კიდევ ერთი სივრცე, კაფე -ბარი ღია აუზთან , სადაც ჩვენი მიქსოლოგი და ბარმენები, შემოგთავაზებენ კოქტეილებს, რომლებიც ოსტატურად იქნება მორგებული, თქვენს გემოვნებასა და ხასიათზე.  მუსიკა კი თქვენს განწყობას უფრო მეტად აამაღლებს. მომსახურე პერსონალი და ზღაპრული საინტერესო გარემო საუკეთესო დასვენებას გპირდებათ.

Kakhetian Restaurant

წარმოგიდგენთ ჩვენი კომპლექსის კახურ კუთხეს, რომელიც კარიბჭეა გემოების სამყაროში , სადაც ყველა კერძში ცოცხლდება რეგიონის არსი , ხოლო ატმოსფერო , გემოები და ტრადიციები ერთმანეთში ჰარმონიულადაა შერწყმული და ქმნის დაუვიწყარ გამოცდილებას, რადგან თითოეული კერძი სიყვარულის წერილია იმ მიწისგან , საიდანაც ის მომდინარეობს.

ka_GE
Zuzumbo Resort & Spa